weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

როგორ და როდის დაისჯება ხაბიბ ნურმაგომედოვი

12:03 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

7 ოქტომბერს, ლას ვეგასში ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 229-ს ფარგლებში კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ ოქტაგონი დატოვა და ირლანდიელი მეტოქის გუნდის წევრებთან ჩხუბი დაიწყო. სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მენეჯერებმა, ისე ნურმაგომედოვის მეგობრებმა. სამი ადამიანი პოლიციამ დააკავა, ახლა კი დაღესტნელ სპორტსმენს შესაძლოა, დიდი პრობლემები შეექმნას.

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა ნურმაგომედოვის შესაძლო დასჯასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ნევადის შტატის გადაწყვეტილების მიხედვით უპასუხა და აღნიშნა, რომ სპორტსმენს სერიოზული პრობლემები აქვს და შტატის კანონის უნდა ეშინოდეს.

საქმე ისაა, რომ როდესაც UFC ამა თუ იმ ტურნირს ატარებს, ეს კონკრეტული შტატის სპორტული კომისიის პირდაპირი დახმარებით ხდება. თითოეულ შტატში ამ საქმით ხუთი კომისიონერი კავდება, რომელთაც შტატის გუბერნატორი ნიშნავს. ამ ხუთი ადამიანიდან არცერთს უფლება არ აქვს, ხელი შეუწყოს სპორტული ორგანიზაციის ან კონკრეტული სპორტული მოვლენისგან ფინანსური სარგებლის მიღებას. კონკრეტულად ნევადაში ეს პრაწტიკულად საერთოდ არ სჭირდებათ, ვინაიდან ამ შტატში გასაგები მიზეზების გამო, ფინანსური საკითხები იდეალურადაა მოგვარებული.

და მაინც, რა ელის ხაბიბს ნურმაგომედოვს? სპორტული კომისიის წესებით მებრძოლებს ეკრძალებათ ოქტაგონის დატოვებას იმ მომენტამდე, სანამ გამარჯვებული არ გამოცხადდება. ავარმა სპორტსმენმა კი არათუ დატოვა ოქტაგონი, დარბაზში სერიოზული ჩხუბიც მოაწყო. სხვათა შორის, 2016 წელს კონორ მაკგრეგორი ნეიტ დიასის გუნდის მისამართით ბოთლის სროლისთვის 150 ათასი დოლარით დაჯარიმდა. სპორტული კომისია უახლოეს მომავალში ნურმაგომედოვის საქმეზე გამოძიებას დაიწყებს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი შესაძლოა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, საუკეთესო შემთხვევაში კი დისკვალიფიკაცია მხოლოდ ლას ვეგასში გასამართ ბრძოლებზე გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანალ ნურმაგომედოვმა პირობა საჯაროდ დადო, რომ მომხდარის გამო თავის შვილს უფრო მკაცრად დასჯის, ვიდრე UFC.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]