weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს პატიმრობა ემუქრება

14:39 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

რუსეთის ნაკრებისა და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელ ალექსანდრ კოკორინს რუსი ჩინოსნის, დენის პაკისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელი ემუქრება.

იურისტ ალექსანდრ ლასტოვეცკის განცხადებით, 27 წლის ფეხბურთელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რუსეთის შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მსგავსი ქმედების გამო, შესაძლოა, დამნაშავემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღოს. ასევე გამორიცხული არაა, დამნაშავეს განაჩენი შეუმსუბოქონ ან მხარეები უბრალოდ მორიგდნენ, რაც დღეს ხშირად ხდება.

ალექსანდრ კოკორინმა რუსეთის მიმდინარე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა. ეროვნულ გუნდში კოკორინი 2011 წლიდან გამოდის და 48 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]