weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ ითამაშებს

10:10 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017

ირანის საფეხბურთო ნაკრები ბრაზილიის შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც გაისად რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ირანის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

აზიის ზონის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფის პირველადგილოსანმა და ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელმა ირანის ნაკრებმა, რომელსაც 2011 წლიდან პორტუგალიელი კარლოს კეიროსი წვრთნის, მე-8 ტურში შინ უზბეკეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა და რადგან მოგვიანებით მეორე ადგილზე მყოფმა სამხრეთ კორეამ ყატარში წააგო, მუნდიალის საგზური ორი ტურით ადრე ავტომატურად მოიპოვა.

ირანის ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, რუსეთში გასამართი ჩემპიონატი მე-5 მუნდიალი იქნება - აქამდე გუნდს მონაწილეობა 1978, 1998, 2006 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჰქონდა მიღებული, თუმცა მუნდიალებზე ჯგუფური ეტაპი არასოდეს გადაულახავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]