weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ანდორა თბილისში 22 ფეხბურთელით მოდის

13:49 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგის მატჩისთვის მეტოქე ანდორის ნაკრების მწვრთნელ კოლდო ალვარესს თბილისში 22 ფეხბურთელი მოჰყავს.

ანდორელთა გვარების ამოკითხვა ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა სათქმელია ის, რომ ჯუჯა ქვეყნის ნაკრებს ერთწლიანი პაუზისა და მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მარკ პუჟოლი - 36 წლის ნახევარმცველი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობს და 80 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „ჯვაროსანთა“ წინააღმდეგ ითამაშებს ანდორის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი (11 გოლი) და გუნდის კაპიტანი, 38 წლის ცენტრალური მცველი ილდეფონს ლიმა, რომელიც ნაკრების მეორე მიღწევის ავტორიცაა - ყველაზე მეტი, 115 მატჩი ეროვნულ გუნდში სწორედ მას გაუმართავს.

სხვათა შორის, ანდორელები მიმდინარე ერთა ლიგაზე ორი ყაიმის წყალობით ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელნი არიან და უკვე 1 წელია თამაში არ წაუგიათ.

კოლდო ალვარესის რჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარი სია ასეთია:

მეკარეები: ხოსეპ გომესი (სანტა კოლომა), ფერან პოლი (სან ჟულია), ფრანსისკო პირესი (ანდორა).

მცველები: ჟორდი რუბიო, ჩუს რუბიო, მოისეს სან ნიკოლასი, მარკ რებესი (ოთხივე - სანტა კოლომა), ილდეფონს ლიმა (ინტერ დ’ესკალდესი), ემილი გარსია (ანდორა), მაქს ლოვერა (ორტა, ესპანეთი), მარკ გარსია (გრანოლიერსი, ესპანეთი), ჟოან სერვოსი (სანტბოია, ესპანეთი),  

ნახევარმცველები: მარკ ფერე, მარკ პუჟოლი, კრისტიან მარტინესი, ჟორდი ალაესი (ოთხივე - ანდორა), სერხი მორენო (ინტერ დ’ესკალდესი), ვიქტორ როდრიგესი (სანტა კოლომა), მარსიო ვიეირა (ატლეტიკო მონსონი, ესპანეთი), მარკ ვალესი (სანდეფიორდი, ნორვეგია).

თავდამსხმელები: ლუდოვიკ კლემენტე (ანდორა), ხული სანჩესი (სანტა კოლომა).

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ანდორას მატჩი 13 ოქტომბერს, თბილისში „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის არბიტრი კვიპროსელი ლეონტიუს ტრატუ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]