weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

უკრაინის პრეზიდენტმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

15:50 კვირა, 04 ნოემბერი 2018

3 ნოემბერს, სტამბოლში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

პოროშენკომ შეთანხმების ხელმოწერას ისტორიული მოვლენა უწოდა. მან კონსტანტინოპოლის პატრიარქს მადლობა გადაუხადა „ძალიან მნიშვნელოვანი და ბრძნული გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც უკრაინელ ხალხს ეკლესიის კარი და სახლში დასაბრუნებელი გზა გაუხსნა“. 

თავის მხრივ მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, რომ „დედა-ეკლესიის ექსკლუზიური უფლებაა მიანიჭოს ავტოკეფალია, როდესაც ეს მიზანშეწონილად მიაჩნია, როდესაც ყველა პირობაა შექმნილი ამ პროცესისთვის“. 

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ავტოკეფალიის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინაში ყველა მართლმადიდებლის ერთობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და უმაღლესმა რადამ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ს უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაში დახმარების და რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის თხოვნით აპრილში მიმართეს.

24 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა. 11 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო. წმინდა სინოდმა გააუქმა 1686 წელს მიღებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც კიევის მიტროპოლია რუსეთის საპატრიარქოს დაექვემდებარა. ამის პასუხად, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული ურთიერთობა შეწყვიტა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის თაობაზე საეკლესიო საბჭოს სხდომა კიევში 2018 წლის 21 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]