weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

რუსეთი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ქრისტიანებს ავიწროებენ

12:06 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 hits 441
ფოტო: Reuters ფოტო: Reuters

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Open Doors-მა წარმოადგინა სია, რომელშიც ის ქვეყნები შედიან, სადაც ქრისტიანებისთვის ცხოვრება ყველაზე სახიფათოა. ყოველწლიურ რეიტინგში რუსეთმა 50-დან 41-ე ადგილი დაიკავა. ის კენიასა და მალაიზიას შორისაა.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს, მცირერიცხოვანი ქრისტიანული ჯგუფები წინააღმდეგობებს ხვდებიან. ჩრდილეოთ კავკასიაში ისინი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საზოგადოების წნეხის ქვეშ არიან, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სარწმუნოება შეიცვალეს და უწინ ისლამის მიმდევრები იყვნენ. როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, ზოგიერთ რეგიონში მორწმუნეები იძულებულნი არიან, ინფორმაცია საკუთარი აღმსარებლობის შესახებ საიდუმლოდ დატოვონ.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქრისტიანებზე თავდასხმები მოხდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემვალ მუსლიმურ რესპუბლიკებში, მათ შორის, დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ანგარიშში საუბარია 2018 წლის 18 თებერვალს დაღესტნის ქალაქ ყიზლარიში მომხდარ ფაქტზე, როდესაც 5 ქრისტიანი მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი, სადაც 118 127 000 ქრისტიანი ცხოვრობს, Open Doors-ის სიაში ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მოხვდა. სიის სათავეში ზედიზედ მე-16-ედ ჩრდილოეთ კორეაა. მას მოსდევენ ავღანეთი, სომალი, ლიბია, პაკისტანი, სუდანი, ერიტრეა, იემენი, ირანი და სხვა ქვეყნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]