weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2021

ტრიპოლის კრიზისი: დაღუპულია 50-მდე ადამიანი

16:02 სამშაბათი, 09 აპრილი 2019 hits 728

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის შემოგარენში მიმდინარე საომარი დაპირისპირებების შედეგად, ბოლო რამდენიმე დღეში 47 ადამიანი დაიღუპა, 181 კი დაშავდა. ამის შესახებ გაერო ადგილობრივი სამედიცინო ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს ცნობას, რომ შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე დადგეს, რადგან საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ტრიპოლიში სამედიცინო მედიკამენტების მარაგი ამოიწურება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ლიბიის ამბოხებულების ლიდერმა, კადაფის პოლიტიკის მომხრე ფელდმარშალმა ხალიფა ბელყასიმ ჰაფთარმა ტრიპოლიზე იერიშის დაწყების შესახებ განაცხადა, ლიბიის დედაქალაქი კი გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას აქვს დაკავებული. მას შემდეგ, დედაქალაქის შემოგარენში ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძვიან. ჰაფთარის მებრძოლებმა ტრიპოლიში ერთადერთ მოქმედ აეროპორტზე განახორციელეს საჰაერო იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად მატიგას აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. აეროპორტის ტერიტორიიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა.

საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, დაპირისპირებულ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]