weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რიო დე ჟანეიროში წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა

12:13 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული პირი კი დაშავდა. რიო დე ჟანეიროში რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. პროფესიონალებთან ერთად სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ. ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის გამო, რიო დე ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის შედეგად დაზიანებულია მთავარი საავტომობილო გზები. ასობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ქალაქში დახურულია სკოლები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე ბრაზილიაში წყალდიდობა და მეწყერი მეორედ დაფიქსირდა - მარტში წყალდიდობასა და მეწყერს სან პაულოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]