weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

86 წლის შემდეგ მუსლიმებმა აია-სოფიაში პარასკევის ლოცვა შეასრულეს

15:22 პარასკევი, 24 ივლისი 2020
ფოტო © REUTERS/Umit Bektas ფოტო © REUTERS/Umit Bektas

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა შეასრულეს. შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სალოცავად ათასობით მოწმუნე მივიდა, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მინისტრებიც არიან.

გუშინ, თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველომ აია-სოფიაში მსახურებისთვის სამი იმამი და ხუთი მუეძინი დანიშნა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუსლიმების ლოცვის დროს ტაძარში არსებული ქრისტიანული ფრესკები და მოზაიკები ფარდით იფარება.

10 ივლისს, თურქეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მთავრობის მიერ 1934 წელს მიღებული დადგენილება, რომლითაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

წმინდა სოფიას ტაძარი რომის იმპერიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ცენტრში 324-337 წლებში შენდებოდა. ის მართლმადიდებლური ტაძარი იყო და მისი აშენება იმპერატორ კონსტანრინე პირველის სახელს უკავშირდება. 1453 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, სულთან მეჰმედ მეორემ ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ოსმალეთის იმპერიის დროს შენობას მინარეთები დაემატა. ამის მიუხედავად, ტაძარში დღემდე შემონახულია ქრისტიანული და მუსლიმური ეპოქის ელემენტები. 1934-35 წლებში მუსტაფა ქემალ ათათურქმა ძეგლს მუზეუმის სტატუსი მიანიჭა. 1985 წელს აია-სოფია, როგორც მუზეუმი, UNESCO-ს „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შევიდა.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აია-სოფია ვიზიტორებისთვის კვლავ ღია დარჩება, ქრისტიუნულ არტეფაქტებს კი დაიცავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]