weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

აშშ და ევროპა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

12:48 ორშაბათი, 18 იანვარი 2021 hits 101

ევროკავშირის ლიდერები და მერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გუშინ, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც თავისუფალ აზრს არ ახშობს.

„თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტების, არ იყენებენ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და არ აწყობენ უკანონო დაპატიმრებებს.

რუსი ხალხი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ერი, იმსახურებს მთავრობას, რომელიც ინარჩუნებს აზრის თავისუფლად გამოხატვის გარემოს, იწვევს ნდობას და მოქმედებს გამჭვირვალედ; იმსახურებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და შესაძლებლობას, განახორციელოს შეკრების თავისუფლების ძირითადი უფლება შურისძიების შიშის გარეშე“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა სენატორი ბერნი სანდერსიც და თქვა, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭროს მათ, ვინც ებრძვის კორუფციას და დემოკრატიისთვის შრომობს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ მომხდარით შეშფოთებულია და თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად აკვირდება მოვლენების განვითარებას. ნავალნის გათავისუფლების შესახებ საფრანგეთის მოთხოვნას შეუერთნენ ავსტრია, იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის თქმით, მზად არის ოპოზიციონერი ბრიუსელში მიიწვიოს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა ნავალნი სინდისის პატიმრად გამოაცხადა და რუსეთის ხელისუფლებისგან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ალექსეი ნავალნი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ბერლინში იმყოფებოდა და მკურნალობდა იმის გამო, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]