weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი უფროსი დააკავეს 

18:23 შაბათი, 08 იანვარი 2022

ყაზახეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კომიტეტმა გაავრცელა.

მასიმოვი, რომელიც თანამდებობიდან გასულ კვირაში, ყაზახეთში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით გაათავისუფლეს, ერთ-ერთია დაკავებულ თანამდებობის პირებს შორის. დანარჩენი ბრალდებულების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კარიმ მასიმოვი ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტთან, ნურსულთან ნაზარბაევთან დაახლოებულ პირად განიხილება. ნაზარბაევის მმართველობის პერიოდში ის ორი ვადით იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროსად დაინიშნა. 

ყაზახეთში, 2 იანვარს, საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მთავრობის გადადგომით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით გაგრძელდა. აქციების მონაწილეებამა სხვადასხვა ქალაქებში ადმინისტრაციული შენობები დაარბიეს და გადაწვეს, დაიღუპა ათობით ადამიანი. პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ-ტოკაევმა საგანგებო მდოგომარეობა გამოაცხადა და დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა. 

ОДКБ-ში რუსეთის ფედერაცია და 5 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა (ყაზახეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) არიან გაერთიანებული. 6 იანვარს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ყაზახეთში 2500 სამხედროს გაგზავნიან. ყახაზეთში გადაისროლეს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადაც, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, ხოლო 2014 წელს – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში. 

ყაზახეთის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ 4404 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 11 არეულობის ორგანიზებისა და წაქეზებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]