weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გაეროს სასამართლომ რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეჩერება დაავალა

00:34 ხუთშაბათი, 17 მარტი 2022

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში უკრაინის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოსცა და რუსეთის ფედერაციას დაავალა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი უკრაინამ ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს წარადგინა. კიევი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა გენოციდის ცნების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა და ცრუ განცხადებები გააკეთა დონბასში მცხოვრები რუსების გენოციდის შესახებ, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საბაბად გამოიყენა.

„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნებით მანიპულაციის გამო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაეროს სართაშორისო სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან არსებობს რეალური და გარდაუვალი რისკი იმისა, რომ საჩივრის განხილვის დასრულებისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გამოუსწორებელი ზიანი მიადგება უკრაინას და მის მოსახლეობას.

სასამართლოს ბრძანებით რუსეთმა სამხედრო მოქმედებები უნდა შეაჩეროს და გარდა ამისა, აღკვეთოს ასეთი ქმედება სამხედრო ან არარეგულარული შეიარაღებული ფორმირებების, ორგანიზაციებისა და პირების მხრიდან, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობით, კონტროლით და მხარდაჭერით.

დროებით ღონისძიებას მხარი 13-მა მოსამართლემ დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა რუსეთიდან და ჩინეთიდან არჩეულმა მოსამართლეებმა მისცეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  24 თებერვალს, გამთენიისას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ იწყებდა: „მისი მიზანია იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ჩაგვრის, კიევის რეჟიმის მხრიდან გენოციდის ქვეშ“, – თქვა მან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]