weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ზელენსკიმ რუსებს მოუწოდა საგაზაფხულო გაწვევას ბოიკოტი გამოუცხადონ

13:52 შაბათი, 02 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, საგაზაფხულო გაწვევას ბოიკოტი გამოუცხადონ.

„რუსეთში დაიწყო საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც ტრადიციულ გაწვევას ჰგავს, თუმცა ჩვეულებრივისგან განსხვავდება, იმიტომ, რომ წელს წვევამდელები შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომში გაგზავნონ. ამიტომ, ეს არის გარანტირებული სიკვდილი ბევრი ძალიან ახალგაზრდა ბიჭისთვის.

და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან, არიან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს მიწაზე ომობს, მაინც ჩვენი, როგორც ადამიანების, ვალდებულებაა, გავაფრთხილოთ ისინი.

გააფრთხილეთ თითოეული ასეთი წვევამდელი, მათი მშობლები: ჩვენ აქ არ გვჭირდება ახალი მოკული ადამიანები. იზრუნეთ თქვენს შვილებზე, რომ არ გახდნენ ბოროტმოქმედები. არ გაუშვათ ჯარში, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, ოღონდ თავიანთ სახლში დარჩნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და სამხედრო დანაშაულია ის, რომ გაწვევა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც მიმდინარეობს: „მინდა ვუთხრა ყირიმის ყველა მცხოვრებს, მოახდინეთ ამ ამბის საბოტაჟი. ნებისმიერ ეტაპზე. თუ ეს არ გამოვა, მაშინ ნუ შეასრულებთ დანაშაულებრივ ბრძანებებს და პირველივე შემთხვევაში ჩაბარდით, ჩაბარდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, თქვენ იცოცხლებთ“.

რუსეთში მორიგი საგაზაფხულო გაწვევა, უკრაინაში ომის ფონზე, პირველ აპრილს დაიწყო. ჯარში 134 500 ადამიანის გაწვევა იგეგმება. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვევამდელები უკრაინაში ომში მონაწილეობას არ მიიღებენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში წვევამდელებიც ჰყავდა გაგზავნილი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ ე.წ. სამხედრო ოპერაციაში მხოლოდ პროფესიონალები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ შეიარაღებული ძალების დანაყოფებში „წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი აღმოაჩინეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]