weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

რუსი სამხედროების მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, ეს კარგად მართული შოუა – პესკოვი ბუჩაზე

18:55 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა „კარგად მართული ტრაგიკული შოუა“, რომლითაც „რუსეთის არმიის შეურაცხყოფას ცდილობენ“.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პესკოვს ჟურნალისტმა ჰკითხა, დაინტერესებულია თუ არა რუსეთი, რომ ბუჩას მოვლენების გამოძიებაში რაიმე ფორმით მიიღოს მონაწილეობა.

„აქ უნდა დავფირდეთ, რამდენად შესაძლებელია ახლა ნამდვილად მიუკერძოებელი გამოძიება – ნეიტრალური, არაანგაჟირებული და მიუკერძოებელი.

ჩვენ კვლავ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ბრალდება რუსული მხარის, რუსი სამხედროების მიმართ, არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ არის კარგად მართული შოუ. სხვა არაფერი. ტრაგიკული შოუ.

მოვლენების მთელი მიმდინარეობა, მონაცემების დიდი რაოდენობა, ფაქტები და სხვა პარამეტრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გაყალბება რუსული არმიისთვის შეურაცხყოფის მიყენების მცდელობისთვის. ეს არ გამოვა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, უპირველეს ყოვლისა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, აბსტრაგირება მოახდინონ ემოციური აღქმისგან, რომელიც არაფერზეა დაფუძნებული და უბრალოდ დაფიქრდნენ და შეადარონ ფაქტები, რათა გაიგონ რა ამაზრზენ გაყალბებაზეა საუბარი“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, „კოლექტიურმა დასავლეთმა“ თვალები დახუჭა და არაფრის მოსმენა უნდა.

მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი, მათ შორის ქალაქი ბუჩა რუსმა სამხედროებმა დატოვეს და იქ უკრაინელი სამხედროები და მედიის წარმომადგენლები შევიდნენ, ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ქუჩებში უამრავი შეუიარაღებელი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანის ცხედარი იყო. ბუჩაში გადაღებული ფოტოების მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი ხელებშეკრული იყო მოკლული, ერთ-ერთი კი ველოსიპედით გადაადგილების დროს. ადგილობრივებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ხალხი ერთთვიანი ოკუპაციის დროს, რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. 3 აპრილს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ თქვა, რომ რუსებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებიდან 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ჰქონდათ გამოტანილი, რომელთაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. გენპროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის დასადასტურებლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასობრივ მკვლელობასთან რუსი სამხედროების კავშირი უარყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]