weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ბუჩას ქუჩებში ცხედრები რუსების ოკუპაციის დროს იყო – ბრიტანეთის დაზვერვა

11:00 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022
Photo: Daniel Berehulak / The New York Times Photo: Daniel Berehulak / The New York Times

ბუჩას ქუჩებში ცხედრები მაშინაც ეწყო, როდესაც ქალაქი რუსეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს, რომელიც თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებს ეყრდნობა.

სატელიტური ფოტოები 21 მარტით თარიღდება.

„ქუჩაში სულ მცირე 8 ცხედარია იდენტიფიცირებული. ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 31 მარტამდე იყო ოკუპირებული“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი, მათ შორის ქალაქი ბუჩა რუსებმა დატოვეს და იქ უკრაინელი სამხედროები და მედიის წარმომადგენლები შევიდნენ, ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ქუჩებში უამრავი შეუიარაღებელი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანის ცხედარი იყო. ბუჩაში გადაღებული ფოტოების მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი ხელებშეკრული იყო მოკლული, ზოგი კი ველოსიპედით გადაადგილების დროს. ჟურნალისტებმა დამწვარი, ნაწამები და ქვიშაში დამარხული ცხედრებიც ნახეს. მათ შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ხალხი ერთთვიანი ოკუპაციის დროს, რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად დაიღუპა.

3 აპრილს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ თქვა, რომ რუსებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე, მათ შორის ბუჩაში, სულ მცირე 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასობრივ მკვლელობასთან საკუთარი სამხედროების კავშირს უარყოფს. უწყებამ განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა მორიგი პროვოკაციაა“.

„ვიდრე ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იყო, არცერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაზარალებულა რაიმე ძალადობრივი ქმედების შედეგად“, – განაცხადეს 3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ბუჩაში მომხდარს „კარგად მართული ტრაგიკული შოუ“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]