weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსეთმა ისრაელი „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა

14:54 სამშაბათი, 03 მაისი 2022
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ხელისუფლება „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და „ანტიისტორიული“ უწოდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

„ყურადღება მივაქციეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, იაირ ლაპიდის ანტიისტორიულ განცხადებას, რომელიც დიდწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის კურსს კიევში ნეონაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყებამ ვრცელი წერილი დღეს, 3 მაისს გამოაქვეყნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინაში ნაციზმი არსებობს, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა და „როგორც წესი, ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები ებრაელები არიან“. იაირ ლაპიდმა თქვა, რომ ლავროვის კომენტარები არა მხოლოდ მიუტევებელი და აღმაშფოთებელია, არამედ „საშინელი ისტორიული შეცდომაა“.

„ებრაელებს თავი არ დაუხოცავთ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა მიმართ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში“, – განაცხადა იაირ ლაპიდმა.

მისივე თქმით, უკრაინელები ნაცისტები არ არიან.

„ლაპიდი და მისი კაბინეტი ვერ ხედავენ, რომ ზელენსკი უბრალოდ „ასრულებს“ გერმანელი პასტორის მარტინ ნიმელერის მიერ აღწერილ სცენარს. თავიდან, უკრაინაში, 2014 წელს მოვიდნენ კომუნისტებისთვის, შემდეგ სოციალისტებისთვის, შემდეგ მთელი „ცივილიზებული“ მსოფლიო გაჩუმდა, როდესაც უკრაინაში რუსები „გააუქმეს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ უკრაინაში ყოველდღიური და პოლიტიკური ანტისემიტიზმი და ნაციზმი კი არ ითრგუნება, პირიქით, წახალისებულია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომლის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]