weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსეთი არასდროს დასხმია თავს ვინმეს, ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა – რუსეთის პატრიარქი

18:16 სამშაბათი, 03 მაისი 2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა დღეს კრემლის ტერიტორიაზე მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში იქადაგა, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს.

„ჩვენ არ გვინდა ვინმესთან ბრძოლა. რუსეთი არასდროს დასხმია თავს ვინმეს. გასაოცარია, რომ დიადი და ძლიერი ქვეყანა არავის დასხმია თავს - ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა. ღმერთმა ქნას, საუკუნოდ იყოს ჩვენი ქვეყანა ასეთი ძლიერი, შემძლე და ამავდროულად ღვთისთვის საყვარელი“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

მისივე თქმით, დღეს მრევლთან ერთად ლოცულობს რუსეთის სახელმწიფოსთვის, რათა მისი „წმინდა საზღვრები იყოს მიუწვდომელი“.

„რათა ყოველთვის გვქონდეს სიბრძნე, ძალა და პატივი, რომ დავიცვათ ისინი საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა მოსკოვის პატრიარქმა.

უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი განიხილება. უმაღლესი რადას დეპუტატები, რომლებმაც შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავეს, აცხადებენ, რომ კირილმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე მიმინარე ე.წ. „სპეციალური ოპერაციას“.

 

ამ თემაზე:

უკრაინამ სანქციები შესაძლოა რუსეთის პატრიარქ კირილს და 3 სასულიერო პირს დაუწესოს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]