weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პესკოვის თქმით, სისულელეა, რომ პუტინი უკრაინას ომს 9 მაისს გამოუცხადებს

17:50 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა „სისულელე“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 9 მაისს ვლადიმერ პუტინი უკრაინას ომს გამოუცხადებს.

დღეს CNN-ის ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, რამდენია იმის ალბათობა, რომ პუტინმა 9 მაისი ომის გამოსაცხადებლად გამოიყენოს.

„არანაირი. ამ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. ეს სისულელეა“, – განაცხადა პესკოვმა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღემდე, რომელიც რუსეთში 9 მაისს აღინიშნება, დასავლელი ექსპერტები სხვადასხვა შესაძლო სცენარს განიხილავენ. 3 მაისს CNN-ი დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ შესაძლოა პუტინმა ამ დღის სიმბოლური მნიშვნელობა და პროპაგანდისტული ღირებულება გამოიყენებს იმისთვის, რომ უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს. ეს მას საყოველთაო მობილიზაციის დაწყების საშუალებას მისცემს, რაც უკრაინაში დანაკარგების ფონზე, სჭირდება.

„არ გამიკვირდება, თუმცა ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ის, აპირებდეს მაისის ამ დღეს გამოაცხადოს: „ჩვენ ახლა ომში ვართ მსოფლიოს ნაცისტებთან და გვჭირდება რუსი ხალხის მასობრივი მობილიზება“, – ციტირებს CNN-ი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებას.

დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომში სულ მცირე 10 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. დღემდე პუტინი ომს ომად არ მოიხსენიებს და მას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]