weather cur horoscope tv
მაისი 28, 2023

კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვისას დედამ და მისმა 11 წლის შვილმა ფეხები დაკარგეს

17:24 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

8 აპრილს, კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად, დედა-შვილმა კიდურები დაკარგეს: დედამ ერთი ფეხი, ხოლო მისმა 11 წლის ქალიშვილმა - ორივე. სადგურში მათთან ერთად გოგონას ტყუპისცალი ძმაც იმყოფებოდა, რომელიც უვნებლად გადარჩა.

ოჯახის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ბავშვთა საავადმყოფო ავრცელებს. დედა და ბავშვები დონეცკის ოლქიდან არიან. როდესაც კრამატორსკის სადგურს რუსული რაკეტა დაეცა, ისინი მატარებელს ელოდნენ.

„ბავშვებს მამა მოუკვდათ, მამინაცვალი კი საომრად წავიდა. აპრილის დასაწყისში დედამ, ნატალიამ გადაწყვიტა ბავშვები სროლებისთვის გაერიდებინა. ჩემოდნებით რკინიგზის სადგურზე მივიდნენ. მატარებლის მოლოდინში, ანიამ დედას ჩაი სთხოვა, რომელსაც ბაქანზე მოხალისეები ამზადებდნენ. იაროსლავი ნივთების მისახედად შენობაში დარჩა. როცა მისი და და დედა ეზოში გავიდნენ, აფეთქების ხმა გაისმა.

ნატალია, რომელიც ჩაიზე წასვლას დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, იხსენებს: თვალები რომ გავახილე, ყველაფერი სისხლში იყო. მერე დავინახე, რომ ქალიშვილს ფეხები არ ჰქონდა. როცა ადგომა ვერ შევძელი, მივხვდი, რომ ერთი კიდური მეც არ მქონდა.

უკვე რამდენიმე კვირაა ოჯახი ჩვენს საავადმყოფოშია. შეშინებულები აქ საევაკუაციო მატარებელმა მოიყვანა. ახლა ბავშვები და დედა უკვე იღიმებიან, რადგან როგორც იქნა უსაფრთხოდ არიან. ძალიან მალე ოჯახი პროთეზირებისა და რეაბილიტაციისთვის აშშ-ში გაემგზავრება.

იაროსლავი ამბობს, რომ ძალიან უნდა, დედა და და ფეხზე დადგნენ, მანამდე კი ჰპირდება, რომ მათ საიმედოდ დაცვას და მხარდაჭერას გააგრძელებს“, – ნათქვამია საავადმყოფოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

დონეცკის ოლქში მდებარე კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც ათასობით ადამიანი ქალაქიდან გასასვლელად იყო შეკრებილი, სარაკეტო თავდასხმა 8 აპრილს მოხდა, რაზეც უკრაინა რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას. იმ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, 89 კი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო თავდასხმასთან კავშირს უარყოფდა და უკრაინას პროვოკაციაში ადანაშაულებდა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 9 მაისამდე, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 641-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. მათგან 226 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]