weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„მათ სახლში დავაბრუნებთ“ – ზელენსკი მარიუპოლის მცველებზე

13:43 შაბათი, 21 მაისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლის მცველები, რომლებიც „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, გაცვლის პროცედურით უნდა იყვნენ გათავისუფლებულნი.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ზელენსკიმ ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბიჭებმა სამხედროებისგან მიიღეს სიგნალი, რომ მათ აქვთ სრული უფლება, გამოვიდნენ და საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინონ. სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს ყველაფერი „აზოვსტალში“ ბლოკირებულებს გადასცა. შემდგომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რაც საკუთარ თავზე გაერომ, წითელმა ჯვარმა, რუსეთის ფედერაციამ აიღეს, რომ ისინი (მებრძოლები) ყველანი უსაფრთხოდ იქნებიან და დაელოდებიან გაცვლის ამა თუ იმ ფორმატს.

დღეს ასე ვფიქრობ: დასრულდება პროცესი, რომელსაც დაზვერვა ხელმძღვანელობს - გამოყვანა, გაყვანა და მზადება დიალოგისთვის, გაცვლისთვის და ა.შ.

მათ სახლში დავაბრუნებთ. ეს არის ის, რაც ჩვენ იმ პარტნიორებთან ერთად უნდა გავაკეთოთ, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მარიუპოლისა და მისი მცველების დებლოკადისთვის იარაღის მიწოდება ათჯერ და ასჯერ სთხოვა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც დიპლომატიის იმედად დარჩენა მოუწიათ, რადგან სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელი იყო.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბლოკირებული „აზოვის“ პოლკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების 2439 სამხედრო ჩაბარდა ტყვედ. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ „აზოვსტალისა“ და ქალაქ მარიუპოლის „სრულად გათავისუფლების“ ოპერაცია დასრულებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]