weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

„აზოვსტალის“ მებრძოლებს დონეცკში „საერთაშორისო ტრიბუნალს“ წარუდგენენ

14:42 ორშაბათი, 23 მაისი 2022

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ ტყვედ ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები „საერთაშორისო ტრიბუნალის“ წინაშე წარდგებიან. პუშილინის კომენტარს სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„საერთაშორისო ტრიბუნალის ორგანიზება იგეგმება რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ახლა მუშავდება ტრიბუნალის წესდება“, – ამბობს ე.წ. რესპუბლიკის ლიდერი.

პუშილინის ინფორმაციით, აზოვსტალიდან გამოყვანილი ყველა სამხედრო დონეცკის ტერიტორიაზე მიყოფება.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბლოკირებული „აზოვის“ პოლკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების 2439 სამხედრო ტყვედ ჩაბარდა. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ „აზოვსტალისა“ და ქალაქ მარიუპოლის „სრულად გათავისუფლების“ ოპერაცია დასრულებულია.

ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატში მყოფი სამხედროები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში უწვედნენ წინააღმდეგობას რუსულ არმიას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ბრძანების შემდეგ დანებდნენ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მარიუპოლის მცველებმა ამოცანა შეასრულეს, „აზოვსტალიდან“ გამოყვანა კი ერთადერთი გზა იყო როგორც მათი, ისე დაჭრილების გადასარჩენად.

 

ამ თემაზე:

„მათ სახლში დავაბრუნებთ“ – ზელენსკი მარიუპოლის მცველებზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]