weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

EU-მა სანქციების მე-6 პაკეტს მხარი დაუჭირა, რუსეთის პატრიარქს შეზღუდვები არ შეეხო

10:42 პარასკევი, 03 ივნისი 2022

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, სანქციები ევროპაში რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ს დაუყოვნებლივ შეეხება, ხოლო წლის ბოლოსთვის 90%-ს. გარდა ამისა, სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას.

ევროკავშირმა პერსონალური სანქციები არ დაუწესა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებს და ამბობს, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს: „ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა“. როგორც „ევრონიუსი“ წერს, 75 წლის კირილის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები მზად იყო, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, უნგრეთის დაჟინებული მოთხოვნით, სანქციების მეექვსე პაკეტიდან ამოიღეს.

მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციების სრული სია დღეს გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

 

ამ თემაზე:

ზელენსკი: ჯერ კიდევ რუსეთი ევროპელებისგან დღეში მილიარდ ევროს იღებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]