weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

16:19 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების სია გააფართოვა და მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილიც შეიყვანა – უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერის გამო.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პატრიარქი კირილი მხარს უჭერს და იწონებს პუტინის ომს.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთის მთავრობას აქვს უფლება, საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვას სანქცირებული პირის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი და აკრძალოს რუსული გემები თავის პორტებში.

რუსეთის პატრიარქისთვის სანქიების დაწესების საკითხს ევროკავშირშიც განიხილავდნენ, თუმცა, უნგრეთის დაჟინებული მოთხოვნით, ის სანქციების მეექვსე პაკეტიდან ამოიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]