weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ტრამპი გახშირებულ იარაღით ძალადობის ფაქტებში ვიდეოთამაშებსა და ფილმებს ადანაშაულებს

11:08 შაბათი, 24 თებერვალი 2018 hits 946

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით გახშირებულ იარაღით მომხდარ ძალადობრივ ფაქტებში მთავარ პრობლემას არა იარაღის ტარება, არამედ ძალადობრივი ფილმები და პოპულარული ვიდეოთამაშები წარმოადგენს.

„სულ უფრო და უფრო ვისმენ მეტი და მეტი ხალხისგან, რომ ვიდეოთამაშებში არსებული ძალადობის დონე ახალგაზრდების ფიქრებზე გავლენას ახდენს, შემდეგ კი ისინი უფრო ისეთ მაღალ ეტაპზე გადადიან, რასაც მხატვრული ფილმები წარმოადგენს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა სკოლების უსაფრთხოების შესახებ შეხვედრისას.

„უყურებ ამ ფილმებს, ძალზე ძალადობრივს, რომლის ნახვაც ბავშვს შეუძლია, რადგან იქ სექსი არაა, თუმცა მკვლელობა ჩანს. იქნებ ასაკობრივი რეიტინგი შეასწორონ.“ - პრეზიდენტ ტრამპს მხედველობაში ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (MPAA) მიერ დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში მომხდარი მკვლელობების საპასუხოდ დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლებსა და სხვა თანამშრომლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]