weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ფლორიდის სენატმა მასწავლებლების იარაღით აღჭურვას მხარი დაუჭირა

14:48 სამშაბათი, 06 მარტი 2018
ფლორიდის სენატმა მასწავლებლების იარაღით აღჭურვას მხარი დაუჭირა ფოტო Ⓒ Reuters

ფლორიდის შტატის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც იარაღის გაყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს. ABC News-ის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, იარაღის ყიდვის უფლება 18 წლის ნაცვლად 21 წლის პირებს ექნებათ. გარდა ამისა, კანონის მიღების შემთხვევაში ზოგიერთ მასწავლებელს სკოლაში იარაღის ტარების უფლება მიენიჭება.

კანონი არ ითვალისწინებს მასწავლებლების მიერ საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესის დროს იარაღის ფლობას. იარაღის ტარება შეეძლებათ მათ, ვინც საკლასო ოთახში არ შედიან, მაგალითად მწვრთნელებს და ასევე, სკოლის სხვა თანამშომლებს. გამონაკლისი ის მასწავლებლები იქნებიან, ვინც ადრე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდნენ. ამ უფლების მიღებამდე სკოლის თანამშრომლები სასწავლო კურს გაივლიან.

ABC News-ის ინფორმაციით, კანონპროექტის კენჭისყრა სამსაათიანი ემოციური დებატების შემდეგ მოხდა. დემოკრატებს არ მოსწონთ მასწავლებლების იარაღით აღჭურვის იდეა, ხოლო რესპუბლიკელები იარაღის შესყიდვის მინიმალური ასაკის გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ.

კანონპროექტმა კენჭისყრა შტატის წარმომადგენლობით პალატშიც უნდა გაიაროს.

მასწავლებლების იარაღით აღჭურვის იდეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარკლენდის სკოლაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მოიწონა. 14 თებერვალს მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 სკოლის მოსწავლე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]