weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის დუმამ რამდენიმე მედიასაშუალებას აკრედიტაცია გაუუქმა

15:55 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018
ფოტოზე ლეონიდ სლუცკი ფოტოზე ლეონიდ სლუცკი

რუსეთის დუმამ აკრედიტაცია გაუუქმა რამდენიმე მედიასაშუალებას, რომელთა ჟურნალისტებმაც საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში მუშაობაზე უარი პროტესტის ნიშნად თქვეს. 

საქმე ეხება დუმის წევრის, ლეონიდ სლუცკისთან დაკავშირებულ სკანდალს. დეპუტატს რამდენიმე ჟურნალისტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, თუმცა პარლამენტის ეთიკის კომისიამ სლუცკის ქმედებებში დარღვევები ვერ აღმოაჩინა. სწორედ ამან გამოიწვია ჟურნალისტების პროტესტი.

დუმას ბოიკოტი გამოუცხადეს ტელეკომპანია „დოჟდმა“ (Дождь), რადიოსადგურმა „ეხო მოსკვი“ (Эхо Москвы) და ტელეარხმა RTVI-მ.

ლეონიდ სლუცკი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დაადანაშაულა „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტმა ფარიდა რუსტამოვამ, ტელეკომპანია RTVI-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკატერინე კოტრიკაძემ და „დოჟდის“ პროდიუსერმა დარია ჟუკმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]