weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სერგეი ლავროვმა აშშ-ის სანქციები გენოციდს შეადარა

22:10 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს დღეს უფრო ცუდი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ცივი ომის დროს ჰქონდათ. „ბი ბი სის“ გადაცემაში HardTalk ლავროვმა აშშ-სა და მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებულ დარტყმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩება.

„ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები. ნდობის უკანასკნელ ნაწილებს ვკარგავთ დასავლელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძალიან უცნაური ლოგიკით მოქმედებას ირჩევენ. ცივი ომის დროს კომუნიკაციის არხები არსებობდა და არ იყო რუსოფობია, რაც სანქციების მეშვეობით გენოციდს ჰგავს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა კომენტარი გააკეთა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც, ქალაქ დუმაში, სადაც სირიის სამთავრობო ძალებმა სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რუსებს მტკიცებულებების განდგურება შეეძლოთ.  

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ დუმაში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. მტკიცებულებები, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოებს მოჰყავთ, ეფუძნება მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა და დაამატა, რომ სირიაში განხორციელებული დარტყმები დადგმული იყო.

ლავროვმა კითხვა დასვა, - რატომ განახორციელეს აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დარტყმები ერთი დღით ადრე მანამ, სანამ დუმაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდოდნენ.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 14 აპრილს 105 რაკეტა გაუშვეს სირიაში მდებარე იმ სამი სამიზნის მიმართულებით, რომლებსაც, დასავლეთის აზრით, სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის შესაქმნელად ან/და შესანახად იყენებდა.

14 აპრილსვე სირიაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორები ჩავიდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს იმ ადგილამდე მისვლა, სადაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა.

დასავლეთის სახელმწიფოები ბაშარ ასადის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სირიის მთავრობა და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთი კი ბრალდებებს უარყოფენ.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ასადის მხარდაჭერის გამო, აშშ რუსეთს ახალ ფინანსურ სანქციებს დაუწესებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]