weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

NATO-ში უკრაინის და საქართველოს შესვლაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გვექნება - პუტინი

12:57 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება უკრაინის და საქართველოს ნატო-ში შესვლაზე.

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი რეაქცია ექნება, თუ ნატო-ში უკრაინა ან საქართველო გაწევრიანდება, პუტინმა განაცხადა:

„მე შესანიშნავად ვიცი, როგორ მუშაობს ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა, ნატო-ს მოედანზე ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, მაგრამ ამ გზით გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის ცალკეულ წევრებთან ხომ შეიძლება ორმხრივ საფუძველზე მუშაობა, რაც გაკეთდა კიდეც პოლონეთის და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება ხდება.

ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოახლოვება, ჩვენთვის იქნება საფრთხე და ჩვენ დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უკიდურესად უარყოფითი იქნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, როდესაც საბჭოთა კავშირი გერმანიიდან გადიოდა, რუსებმა მიიღეს დაპირება, რომ აღმოსავლეთისკენ, გერმანიის საზღვრებს იქით ნატო-ს გაფართოება არ მოხდებოდა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]