weather cur horoscope tv
მაისი 08, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს უკვე მიულოცა „მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება“.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ მისი დაკვეთით და კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. ეზგიტოპოლის მიხევდვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს 57.2% აქვს,…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ ზუგდიდის პოლიციის შენობა დატოვა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დააკავეს, არ დადასტურდა. წითლიძის თქმით, პოლიცია ბლოკნოტს ეძებდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 19:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იგებენ.

თბილისში, N5 ისნის საარჩევნო ოლქის 62-ე საარჩევნო უბანთან, თბილისის მერობის კანდიდატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უკნიდან თავში ხელი ჩაარტყა. ამ დროს მელია…

თბილისში, N5 ისნის საარჩევნო ოლქის 62-ე საარჩევნო უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნათია გელაშვილმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით 15 წუთია შეჩერებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დააკავეს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20-დან 18 მუნიციპალიტეტში არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები იგებენ. კობახიძის თქმით, 2 მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან.

პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას გამარჯვების ტენდენცია გამოკვეთილია, თუმცა იმისთვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დარჩენილ საათებში ამომრჩევლის აქტივობაა საჭირო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა 31.82% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 664 573 ადამიანმა მისცა. არჩევნების პირველ ტურში, 15:00 საათზე აქტივობა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]