weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დაკავებულები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები არიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თამარ კორძაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნაძალადევში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყალბი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. კორძაიას თქმით, მოქალაქე ხმის მისაცემად ორი პირადობის მოწმობით მივიდა,…

N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 საარჩევნო უბნის სიახლოვეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსიაც, რომლებიც იქ დამკვირვებლის სტატუსით…

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობებს ართმევს. როგორც დეკანოიძე ამბობს, ამის მტკიცებულება გააჩნია და პროკურატურას მიმართავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.18% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 358 782 ამომრჩეველი მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 17.72% იყო. 

„ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს. საარჩევნო უბნებზე გამოცხადება 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. როგორც წესი, მეორე…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 55 815 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4610 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2624 ინფიცირებული, 42 კი გარდაიცვალა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 10:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 154 163 ამომრჩეველი მივიდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, არჩევნების დღე დარღვევებით დაიწყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]