weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 46 107 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5177 პაციენტი, 45 კი გარდაიცავალა.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ისეთი მუხტი, როგორიც გუშინდელ აქციაზე იყო, 2012 წლის შემდეგ არ ახსოვს. კალაძე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შიმშილობას იმიტაციას და შოუს უწოდებს. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდება.

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა, სადაც სიტყვით მერობის კანდიდატი ანზორ მელია გამოვიდა. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურშიც მისცენ ხმა. მელიას თქმით, „ბაბა იაგა“ არ არის და გამარჯვების…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, N18 სამკურნალო დაწესებულებას, სადაც შესაძლოა სააკაშვილი გადაიყვანონ, ლიცენზია არ აქვს და იქ არ მუშაობენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. როგორც გვარამიამ…

„არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო…

უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოსვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართა. მისი თქმით, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სააკაშვილი არ უნდათ…

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ადგილი აქვს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას, მათ შორის, დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას ეხება.

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ გუშინ, საქართველოს საზღვარზე 40 წუთით შეაყოვნეს და მხოლოდ „ზარებისა და მუქარების“ შემდეგ გამოუშვეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]