weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

პანკისის ხეობაში, N18 ახმეტის საარჩევნო ოლქის დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსის მქონე მოქალაქე გურამ ხანგოშვილმა სხვისი პირადობის მოწმობით სავარაუდოდ ხმის მიცემა სცადა. ის დუისში „ქართული ოცნების“ კოორდინატორია და არჩევნებს…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების დღეს „ცუდად გახდომას აპირებს“.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა, იურისტმა ლიუბოვ სობოლმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს საქართველოში არ შემოუშვეს. ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ საქართველოში შემოსვლას სომხეთიდან გეგმავდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. პარტიის წევრების ცნობით, ჯანაშია თბილისიდან სამეგრელოში ავტომობილით ბრუნდებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა გააჩერეს და იარაღი ჩაუდეს.

იუსტიციის მინისტრო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს. ამის შესახებ მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა და გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომელიც მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით „გარკვეულ დესტრუქციული ქმედებები“ იგეგმება.

ხვალ, 30 ოქტომბერს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. 

პარტია „ლელოს“ წევრის, პარლამენტარ ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, თვითმკვლელობა წაახალისა. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, ღარიბაშვილის ძალაუფლებაში ყოფნა საშიშია.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ არ სურს ახალგაზრდა პრეზიდენტი იგლოვოს. მიტროპოლიტის თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]