weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, უარს ამბობენ მანდატებზე და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვენ.

ხვალიდან, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარაში და ათ დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასეთი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურატურა გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და 100 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამას წინ უძღოდა ორი დღის წინ მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის…

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 650 – თბილისში ფიქსირდება.

ავსტრიის დედაქალაქში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღპა, 15 კი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის ერთი პოლიციელია. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირი, რომელიც პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდრებული,…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გადადგება, თუ არჩევნების რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება საჭირო რეაგირება. ამის შესახებ ჟვანიამ…

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის „მიზანიცაა საარჩევნო პროცესისა და არჩევნების…

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დიპლომატიურ კორპუსს, სართაშორისო საზოგადოებასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ოპოზიციის ხელთ არსებული მონაცემები, სამართლიანი სასამართლოს…

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ გლდანის ციხეში პატიმრებმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას სცემეს. რურუაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 2 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და რურუას ადვოკატმა,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]