weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

საზოგადოება

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა.

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, შპს „საქნახშირის“ განცხადებით, ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ზიანს აყენებს კომპანიის მუშაობას, აფერხებს საწარმოო პროცესს და პირდაპირ აისახება ივლისის თვის ბონუსებზე. 

„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – ნათქვამია საქართველოს…

ქალაქ ამსტერდამის მერმა, ფემკე ჰალსემმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, მიიღოს აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ 5 ივლისს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ღირსების მარში უსაფრთხო გარემოში ჩაატარონ.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 33 002 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1026 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ, 2 ივლისს, 964 ახალი შემთხვევა იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.11%-ია, ხოლო ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი 3.28%-ს შეადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც საიტის მუშაობა შეაფერხა. გაბუნიას თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

წალკაში, სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ გოჩა აფრასიძეს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო…

ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია, შპს „საქნახშირის“ 400-მდე თანამშრომელი, კომპანიასთან მედიაციის წარუმატებლად დასრულების შემდეგ გაიფიცა. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ გაფიცულები ხელფასის მომატებას ითხოვენ.

ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. უცნობია, რა გახდა ბორცვაძის გადადგომის მიზეზი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინის - „სინოფარმის“ პირველი დოზით აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი 5 ივლისიდან, ორშაბათიდან დაიწყება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]