weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

საზოგადოება

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 16 267 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1892 ინფიცირებული, ხოლო 16 გარდაიცვალა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მღვდელი მათ სოფელთან არსებული მიწების დამუშავების საშუალებას არ აძლევს – ამბობს, რომ მიწები მის საკუთრებაშია და ქირა უნდა გადაუხადონ.

გლდანის N8 და ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებებში 7 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, გლდანის ციხეში ინფიცირებულია 3, ხოლო ქუთაისის ციხეში – 4 პატიმარი. ისინი უსიმპტომო პაციენტები არიან.

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პირველი თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე განცხადება გააკეთა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 14 827 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი, 24 კი გარდაიცვალა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მამაკაცი კი დაჭრეს. როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა უთხრა, შემთხვევა სოფლის მიმდებარედ არსებულ ფერმაში მოხდა.

კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს გამართულ სხდომაზე იმსჯელა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის განცხადებით, უხამსობას შეიცავს. საქმე ეხება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ 12 დეკემბერს, „მთავარი არხის“…

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი, 45 წლის სიმონ მარგოშვილი (პასპორტის მიხედვით, ხიზირ გაურგაშვილი) დააკავეს. პოლიცია მარგოშვილს 17 იანვრიდან ეძებდა და როგორც შინაგან საქმეთა…

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრიფინგი გამართა და მტკიცებულების სახით ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო კაბინეტში გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]