weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

საზოგადოება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, გეგმის ძირითადი ამოცანა არის ის, რომ წლის ბოლომდე ვაქცინაციამ მოსახლეობის 60% (1 691 214 ადამიანი) მოიცვას.…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს. გახარიას თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების სულ მცირე 60%.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 019 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1179 პაციენტი, ხოლო 11 – გარდაიცვალა.

სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის იდენტიფიკაცია – პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2-დღიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს პარლამენტში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლითაც კანონში გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები განისაზღვრება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს სახალხო…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]