weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულ შეფასებებს არ ეთანხმება. მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საელჩოს პოზიცია არგუმენტირებული…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საგანგაშოდ მიაჩნია ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. დიპლომატი ასე ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გუშინდელი შეფასება, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, არასამართლიანი და არასწორია. 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები – 6 დეპუტატი – მხარს არ დაუჭერენ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გასულ კვირაში მიღებულ კანონპროექტებს და…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, მის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან. ამის შესახებ მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილი 6 იანვრამდე ითხოვს კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის აღდგენას და მასთან ექიმთა დამოუკიდებელი ჯგუფის…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს. მათ ეს სააკაშვილმა სთხოვა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრსა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელს, მალხაზ თორიას ჯგუფურად თავს დაესხნენ. როგორც თორია ცხადებს, მას და მის არასრულწლოვან შვილს იარაღის მუქარით ფიზკურად გაუსწორდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]