weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მსოფლიო

„უკრაინა რუსეთის ფედერაციის ბოლო ქმედებებს ცალსახად აფასებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის…

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ ცნობილი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ამასთან, მან ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ლიდერებთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების“ შესახებ შეთანხმებებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მაკრონმა მათ უკრაინის საკითხზე შეხვედრა შესთავაზა, რასაც ორივე მხარე დათანხმდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის სავარაუდო თარიღების დასახელება მისი ქვეყნისთვის რეალურ დახმარებას არ წარმოდგენს.

თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში საყოვეთაო მობილიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ბრძნებები ე.წ. რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა გამოსცეს. ამასთან, პასეჩნიკმა 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს „რესპუბლიკიდან“ გასვლა აუკრძალა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. 

თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ, უმოკლეს დროში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინა თავდასხმისთვის ემზადება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა მის ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს, ვიდრე ნატოს წევრი გახდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ახლა ძალიან მაღალია. შეკითხვაზე, თუ რატომ, ბაიდენმა თქვა, რომ ამის ყველა ნიშანი არსებობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]