weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსოფლიო

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანა ბრძანა. BBC-ის თანახმად, ეს ბირთვულ იარაღსაც ეხება.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს უკრინა-რუსეთის საზღვარზე შეხვდებიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვალი - დღე, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, გარდამტეხი წერტილია ევროპის ისტორიაში და მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც უწინ…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლეგიონი დაკომპლექტებული იქნება უცხოელებით, რომელთაც სურვილი აქვთ რუსეთის აგრესიის მოგერიებაში მიიღონ მონაწილეობა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, კანადა და აშშ შეთანხმდნენ, რომ SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ ზოგიერთ რუსულ ბანკს. მათი განცხადებით, ეს უზრუნველყოფს ამ ბანკებს გამორთვას საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან და დააზიანებს გლობალურად მათი…

გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. ბუნდესვერი უკრაინულ ჯარს 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა და 500 ანტისაჰაერო რაკეტა Stinger-ით დაეხმარება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აგრესორის წინააღმდეგ იბრძოლებს იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება ქვეყნის გათავისუფლებისთვის.

რუსეთს შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, რომ უკრაინაში სამხედრო შეტევა „ყველა მიმართულებით განავითარონ“. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა ამ ბრძანებს გაცემა დაასაბუთა იმით, რომ თითქოს უკრაინამ უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებაზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებას. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]