weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 3 მარტამდე რუსეთმა დაახლოებით 9000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში დაიწყო გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე. ამის შესახებ პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა. 

უკრაინელი ებრაელი პენსიონერები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავენ, უკრაინიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 835 928-მა ადამიანმა დატოვა. ლტოლვილების ნახევარი - 453 982 ადამიანი პოლონეთის საზღვარზე გადავიდა, 116 348-მა კი თავი უნგრეთს…

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებლებმა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქში შესვლის საშუალება არ მისცენ.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ხალხს მოუწოდებს, მიტინგებზე გამოვიდნენ და უკრაინაში ომი გააპროტესტონ. 

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს, კერძოდ, აპირებს ის „უკრაინის პრეზიდენტი“ გახადოს.

უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელსაც, მისი აზრით, არასდროს ჰქონია ვაჟკაცობა და ღირსება. გარდა ამისა, იუშენკოს თქმით, მისი მიმართვის ადრესატი კიდევ 140 მილიონი „ღვთისმოშიში…

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, უკრაინელებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის ერთიანობა ახალ დონეზე აიყვანა – „უფრო მაღლა ვიდრე ფორმალური და სახელმწიფოთაშორისი დონეებია“.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]