weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მსოფლიო

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის კანონპროექტის სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კანონპროექტი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას და ბარიერის 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლის დროს, უმაღლესი რადას დეპუტატებსა და მინისტრებს მოუწოდა, კაბინეტებში მისი პორტრეტები არ დაკიდონ.

ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა. ამის თაობაზე განცხადება შტრახემ თავად გააკეთა დღეს, 18 მაისს, ვენაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ასევე აღარ იქნება ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ელისაბედ მეორისთვის სოციალური მედიის მენეჯერს ეძებს, რომელიც საზოგადოების თვალში და მსოფლიო არენაზე დედოფლის წარმოჩენაზე იზრუნებს.

ტაივანის პარლამენტმა დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორც „ბიბისი“ წერს, ტაივანი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური იქნება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ სოჭში, ჰოკეის მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარში ყველაზე მეტი შაიბა შეაგდო. როგორც „მედუზა“ წერს, გუნდმა „ჰოკეის ლეგენდები“, რომლის შემადგენლობაშიც იყო პუტინი, მოწინააღმდეგე გუნდს ანგარიშით…

მონრეალის მაფიის გავლენიანი წევრი სალვატორე სკოპა მონრეალში მდებარე სასტუმრო „შერატონში“ გასროლით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კალაბრიიდან წარმოშობილი მაფიოზური კლანის წევრი კონკურენტმა განგსტერებმა მოკლეს.

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილ თვითმფრინავს, რომლის ბორტზე 78 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის შესახებ ბოლო ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.…

ქალაქ ამსტერდამის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2030 წლიდან ქალაქში სრულად აიკრძალება ბენზინისა და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილება.

სამხრეთ კორეის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ახალი რაკეტა გამოსცადეს. როგორც ცნობილია, ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით დაუდგენელი ტიპის მცირე მანძილის რამდენიმე რაკეტა გაუშვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]