weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მსოფლიო

კანადის დედაქალაქ ოტავაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერი წვიმისა და მთიან ადგილებში ყინულის დნობის შედეგად რეგიონში არსებული მდინარეები ადიდდა, რის გამოც ცალკეულ ადგილებში მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლებები თითქმის ბოლომდე დაიტბორა.

ამერიკელმა პოლიტიკოსმა, შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

კუნძულ შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, ამჯერად - დედაქალაქ კოლომბოდან 40 კილომეტრში მდებარე პუგოდას რაიონში. მომხდარის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირველად ოფიციალური ვიზიტით მიიღო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. მათ შორის მოლაპარაკებები დღეს, ვლადივოსტოკში, კუნძულ რუსკიზე, ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში იმართება.

​მიანმარში (ბირმა), ძვირფასი ქვების საბადოზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე, 54 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთში, კაჩინის შტატში მოხდა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მახლობლად არსებულ ქალაქ ვერსალში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ოთხმოცზე მეტი მეხანძრე, მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტური ლიდერი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ჩინეთის გავლით იმგზავრა და პირველი გაჩერება ხასანის სარკინიგზო სადგურზე გააკეთა, სადაც მას პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო…

შრი-ლანკაზე მოწყობილ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს, თუმცა სააგენტოს ცნობით, ტერორისტულ დაჯგუფებას შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ბულგარეთის სასამართლომ ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ სევერინ კრასიმიროვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტის ცხედარი ქალაქ რუსეში, მდინარე დუნაის პირას მდებარე პარკში გასული წლის ოქტომბერში იპოვეს.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]