weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მსოფლიო

ისტორიაში პირველმა ებრაულმა კოსმოსურმა ხომალდმა, სახელად „ბერეშიტმა“, მთვარეზე მარცხი განიცადა. „ბერეშიტი“ რბილად უნდა დამჯდარიყო დედამიწის თანამგზავრზე, თუმცა დაშვებისას ტექნიკური პრობლემების გამო მას მთავარმა ძრავმა უმტყუნა.

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის რთული მდგომარეობაა სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აჰვაზში, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ცენტრისტული ბლოკ „ლურჯი და თეთრის“ ლიდერებმა, ისრაელის გენშტაბის ყოფილმა მეთაურმა, ბენი განცმა და ქვეყნის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარეს და განაცხადეს, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს…

ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული პირი კი დაშავდა. რიო დე ჟანეიროში რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის შემოგარენში მიმდინარე საომარი დაპირისპირებების შედეგად, ბოლო რამდენიმე დღეში 47 ადამიანი დაიღუპა, 181 კი დაშავდა. ამის შესახებ გაერო ადგილობრივი სამედიცინო ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 27 ადამიანი. დაღუპულთა შორისა ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ექიმიცაა. ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ლიბიელი სამხედრო მაღალჩინოსანი ხალიფა ბელყასიმ ჰაფთარი, რომელიც მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღებას გეგმავს.

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ბადღისში მოძრაობა თალიბანის ასობით მებრძოლი შეიჭრა და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებსა და ადგილობრივ დაჯგუფებებს თავს დაესხა. დაღუპულია სულ მცირე 36 სამხედრო მოსამსახურე.

ახალ ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმის ორგანიზატორსა და შემსრულებელს ბრალს 50 ადამიანის მკვლელობისა და 39 ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენებენ - ბრენტონ ტარანტი საქალაქო სასამართლოს წინაშე 5 აპრილს წარდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელმა მხატვარმა ვინსენტ ვან გოგმა რევოლვერით სცადა თავის მოკვლა და იარაღისგან მიყენებული ჭრილობა მოგვიანებით სასიკვდილოც აღმოჩნდა. რევოლვერი, რომლითაც ხსენებული აქტი განხორციელდა, 19 ივნისს, პარიზში აუქციონზე გაიყიდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]