weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ერდოღანის განცხადებით, ყარაბაღში ზავის შესრულებას თურქეთიც გააკონტროლებს

00:48 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020 hits 201

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთი, რუსეთთან ერთად, ზავის შესრულებას გააკონტროლებს, რისთვისაც აზერბაიჯანში სპეციალური ცენტრი შეიქმნება.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენი პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. მან აღნიშნა, რომ გუშინ საღამოს გადაიდგა სწორი ნაბიჯი მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილური დარეგულირების გზაზე. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთთან ერთად განახორციელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დაკვირვებას და ზედამხედველობას სომხეთის ოკუპაციისგან განთავისუფლებულ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი ცენტრის ბაზაზე“, – აცხადებს თურქული მხარე.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ მიღწეული ზავი თურქეთისა და რუსეთის მიერ ერთად შეტანილი წვლილის შედეგია.

ყარაბაღში თურქეთის როლთან დაკავშირებით ტელეკომპანია „როსსია 24“–ის ეთერში განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგნელმა მარია ზახაროვამ და განმარტა, რომ საუბარი არ არის თურქეთის სამშვიდობო ძალისხმევაზე.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე მითითებით ამ წუთებში გაჩნდა ინფორმაცია ორმხრივი ცენტრის შექმნის შესახებ, ვგულისხმობ თურქეთთან, რომელიც ბაზირებული იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აქ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ საუბარია არა სამშვიდობო ძალისხმევაზე, რომელიც აღწერილია განცხადებაში, არამედ სულ სხვა მისიაზე, ერთობლივი ძალისხმევის სხვა ნაწილზე. ეს სხვადასხვა რამეა“, – განაცხადა ზახაროვამ

9 ნოემბერს, გვიან ღამით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ერთობლივ განცხადებას). განცხადების ტექსტის რუსულენოვან ვერსიაში, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა, თურქეთი არ არის ნახსენები.

სომხეთი დათანხმდა, რომ აზერბაიჯანის კონროლქვეშ გადავა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონი. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში რუსეთის მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან. შეთანხმების მეხუთე პუნქტის მიხედვით, „კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის სამშვიდობო ცენტრი“. 

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, შეთანხმებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში; ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციაში. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. 9 ნოემბრამდე მხარეებმა სამჯერ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა ის სამჯერვე დაირღვა.

 

ამ თემაზე:

ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერა ჯარის მოთხოვნა იყო – ფაშინიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]