weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები, დაარტყით რუსეთს მკაცრი სანქციებით – კულება

18:12 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთს მკაცრის სანქციებით დაარტყან. მისი თქმით, გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ რუსეთის აგრესია მოქმედების გარეშე დასრულდება.

„სწორედ ახლა, პუტინი ევროპას 1939 წლის შემდეგ ყველაზე ბნელ დროში ძირავს. ნებისმიერი მთავრობა, ვინც იმედოვნებს, რომ ეს მოქმედების გარეშე დასრულდება, გულუბრყვილოა. არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები. ახლა დაარტყით რუსეთს მკაცრი სანქციებით. დაეხმარეთ უკრაინას სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ერთად შეგვიძლია რუსული აგრესიის შეჩერება“, – დაწერა Twitter-ზე კულებამ.

ის იმედს გამთქვამ, რომ პარტნიორები მიბაძავენ უკრაინას და რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთიბებს გაწყვეტენ. 

„ამ კონკრეტული ნაბიჯით თქვენ აჩვენებთ, რომ დგახართ უკრაინის გვერდით და კატეგორიულად უარყოფთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე უხეში აგრესიის აქტს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრნენ. როგორც პუტინმა განაცხადა, ისინი უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისკენ მიისწრაფვიან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და 10-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]