weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პუტინმა დაიწყო ომი მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან – ზელენსკი 

11:51 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ. 

სააგანტო Unian-ის ცნობით, ზელენკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უტევენ არა მხოლოდ ბომბებით, არამედ ყალბი ცნობების (ე.წ. ფეიკების) გავრცელებითაც.  

„მნიშვნელოვანია სიმართლის გაცნობა ოფიციალური წყაროების საშუალებით. დღეს რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინასთან, მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან. მას ჩემი სახელმწიფოს განადგურება სურს. მას სურს გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფო და ყველაფერი, რაც ავაშენეთ და რისთვისაც ვცხოვრობთ“, – გამაცხადა ზელენკიმ.

პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეებს, პირველ რიგში კი, სამხედროებს მიმართა, რომლებმაც „მტრის პირველი დარტყმა მიიღეს და ღირსეულად უპასუხებენ მას“.

„ჩვენ ვიცით რა ძალა აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ მამაცები ვართ. ჩვენ მტკიცედ ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს უკრანელებს, არ აჰყვნენ პანიკას და ყველაფერი გააკეთონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. 

„მივმართავ ყველა უკრაინელს, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა: ჩვენ თქვენი დახმარებაც გვჭირდება. თქვენ ერთიანი, ძლიერი ძალა ხართ, რაც არაერთხელ დაამტკიცეთ. ახლა ნამდვილად გვჭირდებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. 

უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე დაიწყო. შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, განხორციელდა სარაკეტო შეტევები აეროდრომებზე, და უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე. 

როგორც სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უწყების თანახმად, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]