weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, ათასობით ადამიანმა ერევანში პარლამენტის შენობის ბლოკირება განახორციელა. ფაშინიანის მხარდამჭერები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ჩეჩნეთის და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიზანი რუსეთის ფედერაციაში შემავალ ორ სუბიექტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენაა.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ოქტომბერში სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვევა. 11-13 ოქტომბერს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტრუდო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტს დაესწრება და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ერევნის უხუცესთა საბჭოს (საქალაქო საბჭოს) ვადამდელ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ მხარდაჭერილმა ბლოკმა „ჩემმა ნაბიჯმა“ გაიმარჯვა.

11-12 სექტემბერს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, ვაინახი ხალხის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი გაიმართა. კონგრესს სახელწოდებით „კავკასიელ ხალხთა ეთნოგენეზი და ეთნიკური ისტორია“, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მიწვეული…

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (Amnesty International, Human Rights Watch და Front Line Defenders) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართეს და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.

აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის თავიდან აცილების მიზნით, სომხეთმა რუსეთიდან ღორისა და ქათმის ხორცის, ასევე კვერცხის და სხვა პროდუქტების იმპორტი დროებით შეაჩერა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 25 აგვისტოს ბაქოში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ გერმანია მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც საქართველოს შემდეგ ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან და პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთად ერევანში გაისეირნა. ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე…

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (ConIFA) არაღიარებული სახელმწიფოების საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით 2019 წლის ევროპის ჩემპიონატს მთიან ყარაბაღში, სტეპანაკერტში ჩაატარებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]