weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

კავკასია

აზერბაიჯანში ვიცე-პრემიერ ალი ჰასანოვის 23 წლის შვილიშვილი, ნაილ ალაჰვერდიევი დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბოსნია-ჰერცეგოვინის აკადემიკოსთა ასოციაცია პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს, რომლითაც 2012 წლიდან ყოველწლიურად სახელმწიფო მოღვაწეები - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ჯილდოვდებიან.

აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მოჭიდავეები უარს ამბობენ პარიზში გამგზავრებაზე, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სპორტსმენებმა, რომელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ტოგრულ ასკეროვიც იყო, ბაქოში აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ უკვე…

გროზნოში ოცამდე უცხოელი ჟურნალისტი ჩაიყვანეს, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში ჩეჩნთის მეთაურ რამზან კადიროვს შეხვდებიან. „კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან და საქართველოდან არიან.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი საერთაშორისო რეისი მიმდინარე წლის სექტემბერში შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, რკინიგზის საშუალებით პეკინიდან ლონდონამდე ყოველწლიურად 35 მილიონ ტონამდე ტვირთის გადატანა იქნება…

აზერბაიჯანის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ რუს ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინს, რომელიც დამნაშავედ სცნეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებით, სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებებით ექვსი პირია დაკავებული. უშიშროების სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი პირი სახელად მუჰთან იაყუბოვი გასაიდუმლოებული ინფორმაციით ქვეყნიდან გასვლისას დააკავეს.

ჩეჩნეთიდან დევნილი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი თბილისში არ დაუკავებიათ. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მათ თავად ბლოგერმა შეატყობინა და განაცხადა, რომ საქართველოდან 11 ივლისს წავიდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საკუთარი ადგილსამყოფელის დასახელება…

„კავკაზ რეალის“ ინფორმაციით, თბილისში, 16 ივლისის საღამოს, ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს. გამოცემის ცნობით, აბდურახმანოვმა რედაქციაში აუდიო შეტყობინება გააგზავნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ის პატიმრობაშია და რედაქციის კითხვებზე…

დაღესტნის საგზაო სამშენებლო სააგენტომ „დაგავტოდორმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „დარტყმა უგზოობაზე“, სადაც ასახულია დაღესტნის მაღალმთიანეთში საავტომობილო გზის „გუნიბის გზატკეცილი - ვანტლიაშევის უღელტეხილის“ მშენებლობა. მიმდინარე მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ნაწილია,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]