weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

კავკასია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩავიდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაღესტანში სამართალდამცავებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. 28 აგვისტოს დანებით შეიარაღებული ორი უცნობი ადამიანი სამართალდამცავებს თავს ბენზინგასამართ სადგურზე დაესხა. მათ ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე კი…

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული მხრიდან სროლის შედეგად თავდაცვის არმიის ჯარისკაცი არტაკ ბიშარიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცი მძიმე ჭრილობებით სტეპანაკერტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე, იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა, რასაც თან აფეთქებები ახლავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საწყობთან ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად არიან დაშავებულები.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო „თურანის“ (Turan) დირექტორი მეჰმან ალიევი დააკავეს. სააგენტოს ინფორმაციით, ალიევი გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. დაყადაღებულია მედია ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ინიციატივით უკვე ერთი თვეა ჩეჩნეთში განქორწინებულ მეუღლეებს არიგებენ. ადგილობრივი ტელეკომპანია "გროზნი"-ს ინფორმაციით, ერთ თვეში 948 ოჯახი გამთლიანდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მიზნით, საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.

8 აგვისტოს, ჩეჩნეთში 25 წლის ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა. "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ინფორმაციით, ბაკაევი გროზნოში დის ქორწილისთვის გაემგზავრა და მოსკოვში 9 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ქორწილის შემდეგ, გროზნოს…

„ინგუშების მემკვიდრეობა“ - ამ სათაურით აქვეყნებს რეპორტაჟს პრაღაში ბაზირებული რუსული გამოცემა. ჟურნალისტი ვლადიმერ სევრინოვსკი სამხრეთ ინგუშეთში მოგზაურობს, რომელიც მისი თქმით, თავისი ბუნებით, არქიტექტურით, გამოცანებით სავსე ისტორიითა და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით ერთ-ერთი…

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ითხოვს, რომ მხატვრული ფილმი "მატილდა", რომელიც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის და ბალერინა მატილდა კშესინსკას რომანს აღწერს, ჩეჩნეთში არ აჩვენონ. კადიროვი აცხადებს, რომ ფილმი სიწმინდეებსა და რუსეთის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]