weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კავკასია

ბოლო დღე-ღამეში, სომხეთში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 10 524-მდე გაიზარდა. გაუარესებული ვითარების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანტიეპიდემიური მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

რუსეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს შეთავაზებამ მეჩეთების გახსნასთან დაკავშირებით, დაღესტნისა და ინგუშეთის მორწმუნეებისგან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შესახებ „კავკასკი უზელი“ წერს.

დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის სასამართლოები ხშირად ცდილობენ ე.წ."ღირსების მკვლელობები" მსხვერპლის „ამორალური საქციელით“ გაამართლონ - აცხადებენ უფლებადამცველები და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩადენილი ე.წ. „ღირსების მკვლელობებისთვის“ სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ.

ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების 8, 863 ახალი ფაქტი დადასტურდა რუსეთში, სადაც სულ 423,741 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 182 პაციენტი და დაღუპულთა საერთო რიცხვმა კი 5,037 მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 186,985 ადამიანი.

"გუშინ გაირკვა, რომ ჩემი ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მუშაობას განვაგრძობ სახლიდან. არანაირი სიმპტომი არ მქონია, თუმცა რადგან სამხედრო ნაწილების მონახულებას ვაპირებდი, ტესტის გაკეთება ამიტომ გადავწყვიტე",- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჩრდილოეთ კავკასიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაღესტანშია, სადაც მდგომარეობა ამ კვირაში განსაკუთრებით გაუარესდა.

"დავუშვათ და ავად გავხდი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სნეულდება და ათი ათასობით იღუპება, მე რა, ადამიანი არ ვარ? არ მაქვს ავადმყოფობის უფლება? რომ გადასხმა გავიკეთო და იმუნიტეტი ავიმაღლო? მე სრულიად ჯანმრთელი…

ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის ფედერაციაში, როდესაც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების საქმეს სასამართლო განიხილავს. პროცედურა, 9 წლის გოგონას, მისი და დედამისის თანხმობის გარეშე, ინგუშეთის ქალაქ მაგასში ჩაუტარეს. ბრალდებულია ბავშვთა გინეკოლოგი, რომელმაც…

ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 5 დღის შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაური კორონავირუსთან ბრძოლის სათაო შტაბის სხდომაზე გამოჩნდა. უკანასკნელად, რამზან კადიროვმა პუბლიკას, 15 მაისს, სწორედ ამავე საბჭოს სხდომიდან მიმართა.

„ვწუხვართ, რომ მინისტრის ნათქვამმა გაუგებრობა გამოიწვია და პოლიტიკური მანიპულაციის საგნად იქცა“ -  ასე უპასუხა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ქართული სააგენტო GHN-ის შეკითხვას, რომელიც საქართველოს ეპიდსიტუაციის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]